ახალი ამბები

უგულავა: ეტყობა, სადღაც რაღაც გამოგვრჩა

19 სექტემბერი, 2012 •
უგულავა: ეტყობა, სადღაც რაღაც გამოგვრჩა

“მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმებისა, მათ შორის მტკივნეული რეფორმებისა, რომელიც ჩვენ ამ წლებში ჩავატარეთ,  სადღაც რაღაც გამოგვრჩა და რაღაცას ბოლომდე ყურადღება ვერ მივაქციეთ. აშკარა სახეზეა სისტემური პრობლემა და მას სწრაფი რეაგირება სჭირდება. მე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო  ჩემი პირადი სახელით და ჩემი კოლეგების სახელით  იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს და, ამავდროულად, პირობა უნდა დავდო, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მსგავსი რამ ჩვენს ციხეებში  აღარასოდეს განმეორდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ. თბილისის მერი სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს:

“თუ ჩვენ სადმე გვექნა სუსტი რგოლი, მაშინ  შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი”, – აღნიშნა უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი