ახალი ამბები

გიგა ბოკერია: ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მძიმე შეცდომა დავუშვით

19 სექტემბერი, 2012 • 1601
გიგა ბოკერია: ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მძიმე შეცდომა დავუშვით

“ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მძიმე შეცდომა დავუშვით, როცა სათანადოდ ვერ შევაფასეთ სიგნალები, რომელიც სახალხო დამცველისგან, საზოგადოებრივი ჯგუფებისგან მოდიოდა სტრუქტურაში არსებულ სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

ის, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვახორციელებდით წარმატებულ ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ  და დანაშაულებრივი ჯგუფების გასაკონტროლებლად, ვერანაირად ვერ ამართლებს ამ ამაზრზენ სურათს. უმნიშვნელოვანესი საკითხია  ყველა დამნაშავის დასჯა და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ამგვარი სისტემური პრობლემის არსებობა იყოს შეუძლებელი”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი