ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილს პოლიციაში ამ დრომდე კითხავენ

19 სექტემბერი, 2012 • 1161
თამაზ ელიზბარაშვილს პოლიციაში ამ დრომდე კითხავენ

“2 საათია  უკვე დაკითხვაზეა, გუშინ, საღამოს 11 საათისთვის დაურეკა გამომძიებელმა და დღეს დილისთვის დაიბარეს.  ამ წუთებში მას ქალაქის მთავარ სამმართველოში კითხავენ.” 

 

შეგახსენებთ, რომ, შსს-ს ცნობით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა.

 

შსს-ს ცნობით, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

თავად ელიზბარაშვილმა, რომელიც ორი წლის წინ თანამდებობის პირთა მოქრთამვის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 6 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, “ნეტგაზეთთან” საუბარში კატეგორიულად უარყო გუშინ რაიმე ფორმით მის მონაწილეობას იმ დანაშაუალში, რომლის შესახებაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.

 

“საერთოდ არ ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს, მასთან შეხებაც არ მქონია. მე ვიცნობდი ბედუკაძეს. მე რომ ვიყავი გლდანის ციხეში, ერთადერთი ბადრაგი იყო, რომელიც მეპყრობოდა ნორმალურად არა მარტო მე, არამედ სხვა პატიმრებსაც. ძალიან პატივს სცემდნენ ამ ბიჭს, რადგან პატიმრებს ეპყრობოდა ადამიანურად.

 

მე რაც ციხიდან გამოვედი, ფინანსურად ვეხმარები ბედუკაძეს. მას ყოველთვე 200 ლარს ვურიცხავდი თავის ბარათზე პატივისცემის ნიშნად, მას ორი ბავშვი ჰყავს, ნამდვილი ვაჟკაცია. ვფიქრობ, რომ რადგან ბედუკაძე ფიგურირებს, ალბათ, შეამოწმეს გადარიცხვები და ამიტომ დამაკავშირეს, მაგრამ მე არაფერს დაფარულად არ ვაკეთებდი, ოფიციალურად ვურციხავდი ამ თანხას”, – უთხრა ელიზბარაშვილმა გუშინ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი