ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

2 დეკემბერი, 2016 • 1648
გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

“შეხვედრისას ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენ შევაფასეთ იმპლემენტაცია იმ არსებითი პაკეტისა, რომელზეც ვარშავის სამიტზე შევთანხმდით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა მიულოცა კვირიკაშვილს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. მისი თქმით, ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის, რეფორებისა განხორციელებისა და საწვრთნელი ცენტრის მოწყობის საკითხში.

მთავრობის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, აღნიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად, სტაბილურობას რეგიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა დაადასტურა ერთგულება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა,  გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი