ახალი ამბები

ოლანდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

2 დეკემბერი, 2016 • 6019
ოლანდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, 2017 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ოლანდს არ სურს, მეორე ვადით კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

“გადავწყვიტე, რომ მანდატის გასაახლებლად აღარ დავაყენო ჩემი კანდიდატურა” – განაცხადა ოლანდმა 1 დეკემბერს. 62 წლის პრეზიდენტი საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ფრანსუა ოლანდი საფრანგეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პრეზიდენტია.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიიდან ფრანსუა ფიიონი იყრის კენჭს, რომელიც დაუპირისპირდება ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს. ლე პენის გარდა, ფიიონს ასევე დაპირისპირება მოუწევს “სოციალისტური პარტიის” კანდიდატთან, რომელიც, სავარაუდოდ, ფრანსუა ოლანდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვინ იქნება ამჯერად პარტიის კანდიდატი, ეს 2017 წლის იანვარში გაირკვევა.

ასევე გამოკითხვამ აჩვენა, რომ “სოციალისტურ პარტიაში” ოლანდზე მეტი პოპულარობით პრემიერ–მინისტრი მანუელ ვალსი სარგებლობს.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ემანუელ მაკრონიც.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში განიხილება როგორც საკვანძო ტესტი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ–ში გაიმარჯვა დონალდ ტრამპა, ხოლო ბრიტანეთში – ბრექსიტის კამპანიამ. ორივე შემთხვევა განიხილება გამარჯვებად ელიტასა და ისტებლიშმენტზე.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი