ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ფრანსუა ფიიონი იბრძოლებს

28 ნოემბერი, 2016 • 1472
საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ფრანსუა ფიიონი იბრძოლებს

საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიიდან ფრანსუა ფიიონი იყრის კენჭს. ფიიონმა პრაიმერიზის მეორე ტურში მოწინააღმდეგე, ალან ჟუპე დაამარცხა. მან 10,229 საარჩევნო უბნიდან ხმათა 66,6% მოიპოვა,

ფიიონმა პრაიმერიზის პირველ ტურში ხმების 44% მიიღო და დაამარცხა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს. ლე პენის გარდა, პრაიმერიზის მეორე ტურის გამარჯვებულს ასევე დაპირისპირება მოუწევს “სოციალისტური პარტიის” კანდიდატთან, რომელიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იქნება, თუმცა პარასკევს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოლანდზე მეტი პოპულარობით პრემიერ–მინისტრი მანუელ ვალსი სარგებლობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2017 წლის მაისში საბოლოოდ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლე პენი და რესპუბლიკელების კანდიდატი.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში განიხილება როგორც საკვანძო ტესტი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ–ში გაიმარჯვა დონალდ ტრამპა, ხოლო ბრიტანეთში – ბრექსიტის კამპანიამ. ორივე შემთხვევა განიხილება გამარჯვებად ელიტასა და ისტებლიშმენტზე.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი