ახალი ამბები

შევარდნაძის დროინდელი მინისტრი მთავრობის ახალი წევრების მოადგილეებს შორის

1 დეკემბერი, 2016 •
შევარდნაძის დროინდელი მინისტრი მთავრობის ახალი წევრების მოადგილეებს შორის

საქართველოს მთავრობამ მინისტრების ახლად დანიშნული მოადგილეების სია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ როგორც მინისტთა კაბინეტის შემთხვევაში, ასევე ბევრი ცვლილება არ განხორციელებულა მოადგილეების დანიშვნისას.

თუმცა არის რამდენიმე ახალი სახეც. მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის პირველ მოადგილედ სოლომონ პავლიაშვილი დაინიშნა. სოლომონ პავლიაშვილი იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ქონების მართვის მინისტრი.

სოლომონ პავლიაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თეიმურაზ მურღულია ჩაანაცვლა. გარემოს დაცვის სამინისტრომდე თეიმურაზ მურღულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. ახლა კი განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მოადგილედ დაინიშნა.

ცვლილება არის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც – მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე, რომელიც დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩაანაცვლა.

ფინანსთა მინისტრად დანიშნული დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში მისი ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა დაინიშნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის ახლად დანიშული მინისტრის, ზურაბ ალავიძის პირველ მოადგილედ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზურაბ მატკავა დაინიშნა. ასევე, ალავიძის მოადგილედ დაინიშნა კახაბერ გულედანი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ–საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტეოროლოგიის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორია.  ასევე, გალაქტიონ ბუაძე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი ფინანსური დირექტორია.


 

მინისტრთა განახლებული კაბინეტი და მათი მოადგილეები, რომელთა დანიშვნის ბრძანებებს უკვე ხელი მოაწერა პრემიერ–მინისტრმა:

გარემოს დაცვის სამინისტრო

მინისტრი – გიგლა აგულაშვილი

მოადგილეები: სოლომინ პავლიაშვილი (პირველი მოადგილე), ეკატერინე გრიგალავა, მაია ბითაძე.

იუსტიციის სამინისტრო

მინისტრი – თეა წულუკიანი

მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე (პირველი მოადგილე), მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მინისტრი – მიხეილ გიორგაძე

მოადგილეები: კახი კანდელაკი (პირველი მოადგილე), ლევან ხარატიშვილი, გირგი ბაქრაძე, მანანა ბერიკაშვილი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი

მოადგილეები: აკაკი ლოდია (პირველი მოადგილე), რევაზ ჯაველიძე, შალვა გოგოლაძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებთ გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მინისტრი – სოზარ სუბარი

მოადგილეები: გრიგოლ გიორგაძე (პირველი მოადგილე), მამუკა ცოტნიაშვილი, გოგი ფაცაცია, შოთა რეხვიაშვილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოადგილეები: ლია გიგაური, თამაზ მარსაგიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი, თეიმურაზ მურღულია.

თავდაცვის სამინისტრო

მინისტრი – ლევან იზორია

მოადგილეები: ლელა ჩიქოვანი (პირველი მოადგილე), გიორგი ბუთხუზი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე.

ფინანსთა სამინისტრო

მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი

მოადგილეები: გიორგი თაბუაშვილი (პირველი მოადგილე), ცოტნე ყავლაშვილი, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი, ნიკოლოზ გაგუა, ლერი ბარნაბიშვილი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრი – დავით სერგეენკო

მოადგილეები: ზაზა სოფრომაძე, ნინო ბერძული, ვალერი კვარაცხელია.

ენერგეტიკის სამინისტრო

მინისტრი – კახა კალაძე

მოადგილეები: ილია ელოშვილი, მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მინისტრი – ზურაბ ალავიძე

მოადგილეები: ირაკლი მატკავა (პირველი მოადგილე), კახაბერ გულედანი, გალაქტიონ ბუაძე.

ეკონომიკის სამინისტრო

მინისტრი – გიორგი გახარია

მოადგილეები: გენადი არველაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი, ირმა ქავთარაძე, დავით ხუციშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე

მოადგილეები: დავით ზალკალიანი (პირველი მოადგილე), დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძე, ხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი.

სასჯელაღსრულების სამინისტრო

მინისტრი: კახი კახიშვილი

მოადგილე: თეიმურაზ მღებრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი

მოადგილეები: ბესიკ ამირანაშვილი (პირველი), შალვა ხუციშვილი, მერაბ მალანია, დავით ვარდიაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი – ლევან დავითაშვილი

მოადგილეები: იური ნოზაძე, ნოდარ კერესელიძე.

 

moadgileebi

მასალების გადაბეჭდვის წესი