ახალი ამბებიეკონომიკა

28 ნოემბერს ლარი 0.0052 პუნქტით გაუფასურდა

28 ნოემბერი, 2016 • 2208
28 ნოემბერს ლარი 0.0052 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5078 გახდება, რაც 0.0052 პუნქტით მეტია დღევანდელ მაჩვენებელთან.

ლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს უკვე გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფოციალური გაცვლითი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.5026 ლარი ღირს. ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი