2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფოციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5026 ლარია.
აქამდე ყველაზე მაღალი კურსი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.