ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სასჯელი ინტერნეტსივრცეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ღირსების შელახვის მცდელობისთვის

28 ნოემბერი, 2016 • 1809
სასჯელი ინტერნეტსივრცეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ღირსების შელახვის მცდელობისთვის

აზერბაიჯანის ინტერნეტ-საინფორმაციო სივრცეში პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შელახვის მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

გამოცემა apa.az-ის ცნობით, აღნიშული საკანონმდებლო წინადადებება მილი მეჯლისში გენპროკურორმა ზაქირ გარალოვმა შეიტანა. ცვლილებები აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლში [საჯარო გამოსვლის დროს, საჯაროდ დემონსტიტრებულ ნაწარმოებში ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პრეზიდენტის ცილისწამება ან მისი ღირსების შელახვა] შედის. პროექტის თანახმად, ტერმინი “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში” იცვლება სიტყვებით “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ან საჯარო გავრცელება ინტერნეტ-რესურსებში”.

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ცვლილებები დაამტკიცა, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 მანათის [დაახლოებით, 287 – 575 აშშ დოლარი] ოდენობით, გამოსასწორებელი სამუშაოებს 2 წლამდე, ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას.

იმ შემთხვევაში კი, თუ “დანაშაული” ჩადენილია ინტერნეტ-რესურსებში გამოყენებული “ფეიკი” აგანრიშებით, ჯარიმა ითვალისწინებს 1000-დან 1500 მანათს [დაახლოებით, 575 – 862 აშშ დოლარი] ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი