გთავაზობთ, 28 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:00 – იუსტიციის სამინისტროში გაიმართება საპროკურორო საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ანგარიშს წარუდგენს.
10:00 – სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში B2B ფორუმს გამართავს.
10:00 – კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, რძის მცირე დასაშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება.
11:00 – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238;
11:00 – პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439;
11:30 – ,,პირველის პრესკლუბში” ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი – გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 1) ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივის შეფასება. 2) ახალი მინისტრთა კაბინეტის შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
12:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, III სართული.
12:00 – ,,პირველის პრესკლუბში” ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეკომენდაციები მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდს
12:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს პროექტის პრეზენტაციას ,,ძლიერი ქალები – ძლიერი სახელმწიფო“.
12:00 – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრში (მის: მ. ასათიანის 9) გაიმართება მედია სემინარი – სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის , ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის , აივ დადებითი ადამიანების უფლებების და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.
13:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული.
15:00 – საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპირო #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული) მინისტრის პოსტზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი.
19:00 – კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება.