ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ქუჩაში ღამით თავს დაესხნენ

26 ნოემბერი, 2016 • 1671
ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ქუჩაში ღამით თავს დაესხნენ

ტრანსგენდერი ქალი ნატა აცხადებს, რომ გუშინ, 25 ნოემბერს, ღამით თამარ მეფის ქუჩაზე მას და მის მეგობარს, რომელიც ასევე ტრანგენდერია, ორი პირი თავს დაესხა:

“ორივე ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოვიდა, იყო ძალიან აგრესიული, ეძებდნენ ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს, მოულოდნელად ერთ-ერთი თავს დამესხა. მელაპარაკებოდა და უცებ დამარტყა, ვერ დავინახე, სახეში რა მომხვდა, ხელი, სავარაუდოდ”,- ამბობს ნატა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიციის გამოძახება შეძლო, თუმცა, სანამ პოლიცია მოვიდა, თავდამსხმელი გაიქცა, უფრო ადრე წავიდა ის პირი, რომელიც თავდამსხმელს ახლდა:

“ეძებდა ერთ-ერთ ტრანგენდერს და მეუბნებოდა, რომ მას ხელს ვაფარებდი”.

ნატა საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს, მას სახის მიდამოებში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა თავდამსხმელი მოკვლით ემუქრებოდა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელიც მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი