ახალი ამბები

COD: საარჩევნო კოდექსი საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს ხმის მიცემი უფლებას ართმევს

10 სექტემბერი, 2012 •
COD: საარჩევნო კოდექსი საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს ხმის მიცემი უფლებას ართმევს

“საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ამომრჩეველს უარი ეთქვათ ხმის მიცემის უფლებაზე, იმ შემთხვევაში თუ მათ არ შეუძლიათ წარადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან”, – ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ღია დემოკრატიის კომიტეტი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალონ საარჩევნო კოდექსის აღნიშნული დებულება, რომელიც ამომრჩეველს ართმევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

“ამ ამომრჩევლების რაოდენობა კი ერთი მილიონს აჭარბებს. რაც მასიური საარჩევნო უფლებების დარღვევაა. მათი დემოკრატიული უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქეების, არ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი, მიუხედავად მათი ემიგრანტის სტატუსისა”, – აღნიშნა “ღია დემოკრატიის კომიტეტის” აღმასრულებელმა დირექტორმა  ბრაიან მეფორდმა. 

“ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომ მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. სამწუხაროდ, როგორც კანონით არის დღეს გათვალისწინებული, თითქმის ქართველების 80%, რომელიც უცხოეთში ცხოვრებს, ვერ შეძლებს ხმის მიცემას ამ თვითნებური შეზღუდვებით. მოლდოვა არ ეპყრობა თავის მოქალაქეებს ამ ფორმით, არც დასავლური დემოკრატიული ქვეყნები მსგავსად გერმანიის, ამერიკის, ბრიტანეთის და სხვა. საქართველოს სჭირდება ყოველგვარი დაბრკოლების მოხსნა, და არა წარმოქმნა თავისი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ არჩევნებში უპრობლემოდ მონწილეობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.


ორგანიზაცია ორი სახის პრობლემას გამოჰყოფს, რომლის მოგვარებაც აუცილებლად მიაჩნია.

1. საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მისაცემად უნდა წარმოადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ეს მოთხოვნა არღვევს ხმის მიმცემთა უფლებებს. სხვადასხვა წყაროებისა და არასაამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ეს არის დიდი საარჩევნო პრობლემა. ხოლო წესები, რომელიც ამომრჩეველს სპეციალური საცხოვრებელი ადგილის შესახებ საშვის წარმოდგენას ავალდებულებს, არის ბუნდოვანი, შეუსაბამო, არათანმიმდევრული. როგორც მინიმუმ, ეს არის დარღვევა დემოკრატიის სტანდარტების, ამ კანონით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ეძლევა.

2. არჩევნები ტარდება სამუშაო დღეს (ორშაბათს). კანონმდებლობით, საქართველოში არჩევნების დღეს არის დასვენების დღე, რათა მაქსიმალურად მიეცეს ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა. მაგრამ სხვაგან მსოფლიოში ეს არჩევნები იქნება სამუშაო ან სკოლის დღეებში, რაც გარკვეულ შეფერხებებს შეუქმნით უცხოეთში მცხოვრებლებს.
უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოახერხონ საარჩევნო უბნზე მისვლა, ხშირ შემთხვევაში კი საელჩო ან საკონსულო შორს არის მათი საცხოვრებელი ადგილიდან. შესაბამისად, ეს პრობლემები წარმოშობს გარკვეულ შეზღუდვებს, რა დროსაც ბევრს არ მიეცემა შესაძლებლობა ხმის მიცემის.

აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, “ღია დემოკრატიის კომიტეტი” საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

1. საზღვარგარეთ არჩევნები ჩატარდეს არჩევნებამდე ერთი ან ორი დღით ადრე, კერძოდ, საჭიროა “ადრეული კენჭისყრის” შემოღება. მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში: კანადაში, აშშ–ში, ნორვეგიაში, ფინეთში. საქართველოს მთავრობამ აღიაროს ქართველებისთვის თანაბარი ხმის მიცემის უფლება გლობალურად:

2.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მისცეს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საქართველოს 42  საელჩოსა და საკონსულოში და მათ საზღვარგარეთ ხმის მიცემის იგივე შესალძებლობა ჰქონდეთ, როგორც ეს საქართველოშია.


მასალების გადაბეჭდვის წესი