ახალი ამბები

ბოკერია კვირიკაშვილს: რატომ არ იცნობთ რ2-ის საქმეს?

25 ნოემბერი, 2016 • 1184
ბოკერია კვირიკაშვილს: რატომ არ იცნობთ რ2-ის საქმეს?

“ბატონო გიორგი, მომესმა, თუ თქვენ თქვით, რომ [რუსთავი 2-ის] საქმეს კარგად არ ვიცნობო და არ ჩამიხედიაო. რატომ არ იცნობთ, მერე? მთელი მსოფლიო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ გესაუბრებიან და თქვენ არც დაინტერესებულხართ, საქმეში რა არის? იქნებ გული გაგისკდეთ, რომ ჩაიხედოთ…?”, – ასე მიმართა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში უმცირესობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრისას.

“ნახეთ, სავაჭრო პალატის განცხადება იდენტურ პრობლემაზე, ე.წ. ამორლაურ გარიგებებზე, თუ არ ვიცი, რა დავარქვა ამ აბსურდს, რაც ურთმელიძემ დაამკვიდრა… იცით, როგორი შეშფოთებაა, რომ ნებისმიერი ბიზნესგარიგებების გადახედვა შეიძლება, თუ ვინმემ აჩვენა, რომ ფასი არ მოსწონს წლების მერე. არ დაინტერესდით და არ ჩაგიხედიათ? არ გაინტერესებთ, იქნებ საშინელება ხდება, იქნებ მოსამართლეებს დედებს უჭერენ, რომ რაც უნდათ, ის გააკეთონ. მარტო ამ შემთხვევაში კი არა, მთელ რიგ შემთხვევებში”, – განაცხადა ბოკერიამ.

კვირიკაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში იმხელა ლაბირინთია და იმდენჯერ მოხდა ქონების ერთი ხელიდან მეორეში გადაცემა, რომ ეჭვი ეპარება, მისი კომპეტენცია რამდენად ეყოფა ამ საკითხში გარკვევას:

“რაც შეეხება ამ საკითხის გამჭვირვალობას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ მომხრე ვარ გამჭვირვალობის, რათა ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე”, – თქვა პრემიერობის კანდიდატმა კვირიკაშვილმა ბოკერიას საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი