ახალი ამბები

სააკაშვილი: კანონიერი ქურდები უცხოეთიდან ცდილობენ სიტუაციის არევას

9 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: კანონიერი ქურდები უცხოეთიდან ცდილობენ სიტუაციის არევას

მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი

„ჩვენ ჯერაც ბევრი დავალება გვაქვს და ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში. ჩვენი ჯანდაცვა ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ ჩვენ  ვაფორმებთ მოქალაქეებთან ხელშეკრულებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა შექმნა ხალხმა, შეიქმნა ხალხისთვის და არის ხალხის პარტია: “როდესაც ჩვენი პარტია შეიქმნა, მივიღეთ დავალება, რომ ქვეყანა გაგვენთავისუფელბინა შევარდნაძის კორუმპირებული კლანისგან, შეგვეჩერებინა ხალხის ძარცვა და ხალხის ყვლეფაზე აგებული რეჟიმი. ეს დავალება ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ. ამის შემდეგ, ჩვენ ხალხმა დაგვავალა საქართველოს და აჭარის გათავისუფლება ასლან აბაშიძის კლანისაგან. ჩვენ გავათავისუფლეთ საქართველო  და აჭარა ასლანისგან და ეს დავალება შევასრულეთ. ხალხმა დაგვავალა ქვეყნის განიავებული ბიუჯეტის შევსება, გაუცემელი ხელფასების, წლობით გაყინული 15–ლარიანი პენსიების, ყოველთვიური საბიუჯეტო სეკვესტრების ეპოქის დასრულება და ჩვენ ეს დავალება შევასრულეთ.“

 

პრეზიდენტმა თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილ აქტივისტებს განუცხადა, რომ დასრულდა 15–წლიანი უშუქობის და სიბნელის ეპოქა, აღმოიფხვრა კორუფცია და ქვეყანა განთავისუფლდა კანონიერი ქურდების თარეშისაგან: „ხალხისგან ასეთი დავალება იყო კანონიერი ქურდებისაგან ქვეყნის გათავისუფლება.  ახლა ჩვენი კანონიერი ქურდები უცხოეთში არიან, იქიდან ცდილობენ სიტუაციის არევას, იქ დარბიან ზოგიერთი პოლიტიკოსები, მაგრამ საქართველოში ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან და მათი პოლიტიკოსები და მოკავშირეები ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებენ, ვინაიდან, ჩვენ ეს დავლება შევასრულეთ.“

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრი პრიორიტეტი კვლავ  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა: „ ეს არის იმპერიის ბოლო გაბრძოლება საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით. ჯერაც ოკუპაციის და კორუფციის ჭაობში უხდებათ ჩვენს ძმებს ცხოვრება აფხაზეთში და ოსეთში, მაგრამ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორც არასდროს მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი!“

 

 შეგახსენებეთ, 8 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობები ღია ცის ქვეშ საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწრო ყრილობებს ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი