ახალი ამბები

ინაშვილი: მთავრობას მხარს არ დავუჭერთ აგულაშვილის, გიორგაძის, ალავიძის გამო

25 ნოემბერი, 2016 • 1120
ინაშვილი: მთავრობას მხარს არ დავუჭერთ აგულაშვილის, გიორგაძის, ალავიძის გამო

პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის”  ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენს.

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშილი აცნობს. ირმა ინაშილის განცხადებით, მათი ფრაქცია სამთავრობო გუნდსა და პროგრამას მხარს არ დაუჭერენ:

“მთავარი მიზეზია გიგლა აგულაშვილი, მიხეილ გიორგაძე, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ  ალავიძე. ჩვენ ამ კანდიდატებს არ ვუჭერთ მხარს. სხდომაზე მთლიანად კაბინეტს უყრიან კენჭს და ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. კულტურის მინისტრთან დაკავშირებით,  საყრდისის დანგრევასა და აფეთქებაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა აგოს პასუხი. დღეს ცინიკურად ამბობს, რომ არ ნანობს და კიდევ მოაწერდა ხელს საყდრისის დანგრევაზე ბრძანებულებას ხელს. დრო მოვა, ის ციხეში წავა, სადაც ბევრი დრო ექნება მოსაფიქრებლად, სწორად  მოიქცა თუ არა.”

მისივე თმით, გიგლა აგულაშილმა  საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა:

“ასევე, სრული განუკითხობაა ქვეყანაში ხე-ტყის ჭრაზე. მწვავე შეკითხვები გვაქვს განათლების მინისტრთან, რომელიც მხოლოდ კომბლეთი და ქარული ზღაპრების რევიზიით  არის დაკავებული. ძალიან საინტერესოა ზურაბ ალავიძე, რომელიც მინისტრობას ტყუილით იწყებს. მან მოიტყუა, რომ არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი. სჯობს თქვა, რომ შემომწირველი ვიყავი, თქვა, რომ დამატერორეს, რაღც სიმართლე თქვა და აღარ მოიტყუო,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს, 25 ნოემბერს უმრავლესობისა და უმცირესობის სხდომაზეც მოუსმენენ. ხოლო ნდობის გამოცხადების საკითხზე დეპუტატები ხვალ, 26 ნოემბერს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი