ახალი ამბები

პრეზიდენტმა გიგი გიგიაძე დანიაში საქართველოს ელჩად დანიშნა

24 ნოემბერი, 2016 • 2547
პრეზიდენტმა გიგი გიგიაძე დანიაში საქართველოს ელჩად დანიშნა

დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა.

გიგი გიგიაძე 1978 წლის 11 აპრილს დაიბადა, 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს), შემდეგ კი- მაგისტრატურა.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

2000 წლის ივნისიდან სექტემბრამდე – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში ატაშეს თანამდებობაზე;

2000-2001 წლებში – პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივნის თანამდებობაზე;

2001-2003 წლებში – პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2003-2006 წლებში – საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში – საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2007-2008 წლებში – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2008-2009 წლებში – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2009-2010 წლებში – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2010-2012 წლებში – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე;

2013-2014 წლებში – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე;

2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი