ახალი ამბები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

24 ნოემბერი, 2016 • 1791
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”  .

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესაბამისი პროფილის მინისტრებს, ალექსანდრე ჯეჯელავას,  მიხეილ გიორგაძეს, დავით სერგეენკოსა და ტარიელ ხეჩიკაშვილს მოუსმინეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 10 ხმით 3-ის წინააღმდეგ  დაუჭირა.  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა- 10 ხხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა- 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი