ახალი ამბები

თიბისი ბანკის მობაილ ბანკი – უკვე სხვა Smartphone-ებისათვის!

6 სექტემბერი, 2012 •
თიბისი ბანკის მობაილ ბანკი  – უკვე სხვა Smartphone-ებისათვის!

დღემდე მობაილ ბანკით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ Iphone და Android-ის მფლობელებს. ამიერიდან კი მობაილ ბანკი Nokia-ს, Blackberry-ს, Sony Eriksson-ის და ყველა სხვა სმარტფონის მფლობელებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

 

PDA ბანკი არის ვებ-აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია იმ კლიენტებისთვის, ვისაც აქვს BlackBerry, Symbian, Windows Mobile ან სხვა პლატფორმაზე მომუშავე, თანამედროვე ტიპის მობილური ტელეფონი.

 

იმისათვის, რომ  ისარგებლოთ PDA ბანკით, საჭიროა გქონდეთ მხოლოდ ინტერნეტი საკუთარ ტელეფონში – ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge , სადაც ავტომატურად გაიხსნება მობაილ ბანკის აპლიკაცია.

 

ვიზუალურად და ფუნციონალურად აპლიკაცია არის Iphone და Android აპლიკაციების იდენტური. პროგრამაში შესვლა ხდება სტანდარტულად, ახალი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით. დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არ არის.   

 

PDA ბანკის საშუალებით, სმარტფონის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მობაილ ბანკის ყველა ფუნქციით და  ნებისმიერ ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სრულფასოვანი საბანკო მომსახურება: შეამოწმოს საკუთარი ანგარიშები, განახორციელოს ტრანზაქციები, შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი და ა.შ.  

 

PDA ბანკი, Iphone ბანკი და Android ბანკი – ეს არის აპლიკაციები, რომლებსაც თიბისი ბანკი გთავაზობთ და რომლებიც ბაზარზე არსებული ტელეფონების უმრავლესობას ერგება, ასე რომ, იჩქარეთ, ისარგებლეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკით და დაიწყეთ ბანკთან ურთიერთობა საკუთარი ტელეფონის საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი