ახალი ამბები

შსს სენაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტს იძიებს

23 ნოემბერი, 2016 • 1123
შსს სენაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტს იძიებს

სენაკში 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

დაჭრილი მოქალაქე 23 ნოემბერს, გამთენიისას სენაკიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს 7 ჭრილობა აქვს:

“პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია. აქვს ჭრილობა თავის არეში, უტარდება ოპერაცია. სენაკში გაუკეთეს ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე, 7 ჭრილობა აქვს,” – განუცხადა ექიმმა გიორგი ხუციშვილმა  ტელეკომპანია “იმედს.”

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით [19-108] მიმდინარეობს, რაც  შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი