ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 63% ეთანხმება ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას

5 სექტემბერი, 2012 • • 1080
NDI: გამოკითხულთა 63% ეთანხმება ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას

გამოკითხულთა 52%–ს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ პრემიერ–მინისტრის როლი მთავრობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა, 2% თვლის, რომ პრემიერის როლი დასუსტდა, 15% – არ შეიცვალა, 29% – არ იცის.

გამოკითხულთა 47%-მა იცის 4 ივლისს ვანო მერაბიშვილის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი 4-წლიანი გეგმის შესახებ, ხოლო 46%–მა – არა.

კითხვაზე მერაბიშვილის გეგმიდან რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (47%–დან , ვინც იცის ამ გეგმის შესახებ) გამოკითხულთა 26% ასახელებს – 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, 20% – სამუშაო ადგილებს, 19% – სოფლის მეურნეობას, ტერიტორიული მთლიანობას – 6%, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას კი 4%.

გამოკითხულთა 85% (იმ 47%–დან, ვინც იცის ამ გეგმის შესახებ) მხარს უჭერს ვანო მერაბიშვილის 4 წლიან პროგრამას, მხოლოდ 9% არ უჭერს მხარს და 5%–მა არ იცის.

დღეს, 5 სექტემბერს გაიმართა NDI–ს საზოგდოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია. კვლევა ამა წლის 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი