ახალი ამბები

მამუკა კუდავა: საფრანგეთში მცხოვრები არალეგალები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

5 სექტემბერი, 2012 •
მამუკა კუდავა: საფრანგეთში მცხოვრები არალეგალები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

“საფრანგეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ხოლო არალეგალები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას,” – განაცხადა მამუკა კუდავამ.

 

მან აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი საფრანგეთში სამუშაო დღეა. თუმცა  ამ ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობაში ეს ხელს არ შეუშლის.  მამუკა კუდავა ამბობს, რომ მათ შეუძლიათ სამუშაო დღის ბოლოს მოვიდნენ, საფრანგეთის საელჩოში და მისცენ ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი