ახალი ამბები

მთავრობის ახალ შემადგენლობაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს იმსჯელებს

22 ნოემბერი, 2016 • 1286
მთავრობის ახალ შემადგენლობაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს იმსჯელებს

მთავრობის ახალ შემადგენლობაზე დეპუტატები, სავარაუდოდ, შაბათს, 26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ბიუროზე წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას 24 ნომებერს პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე მოუსმენენ, 25 ნოემბერს ახალი შემადგენლობა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს”,  ასევე, უმცირესობასა და უმრავლესობას შეხვდება, ხოლო 26 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

“შაბათისთვის დაგეგმილია პლენარული სხდომის გამართვა, რის თობაზეც კონსულტაცია გვექნება საქართველოს პრეზიდენტთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 22 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სამინისტროების უმრავლესობას ცვლილებები არ შეეხება, თანამდებობებს ტოვებენ ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატობის 3 ახალი წევრი წარადგინა- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ ალავიძე და გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი