ახალი ამბები

თბილისს ნატოს გენერალური მდივანი და აშშ– სენატორები ეწვევიან

3 სექტემბერი, 2012 • • 957
თბილისს ნატოს გენერალური მდივანი და აშშ– სენატორები ეწვევიან

აღნიშნულის შესახებ დღეს, 3 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თბილისს ნატო–ს გენერალური მდივანი რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა. ისინი ამბასადორიალში მიიღებენ მონაწილეობას , რომელიც თბილისში 5–7 სექტემბერს გაიმართება. ეს უკვე ნატოს გენერალური მდივნის მესამე ოფიციალური ვიზიტია ამ რანგში საქართველოში. ამბასადორიალში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები”, –  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მისივე თქმით ამ კვირაში თბილისს ასევე ეწვევა ამერიკელ სენატორთა ჯგუფი:

“სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯოზეფ ლიბერმანი ჩამოვლენ. ისინი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. სენატორები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ აშშ–ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ”, – განაცხადა კალანდაძემ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი