ახალი ამბები

თურქეთის მთავრობამ სექსუალური ძალადობის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

22 ნოემბერი, 2016 • 1173
თურქეთის მთავრობამ სექსუალური ძალადობის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

თურქეთი პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, მმართველი პარტია დღეს, 22 ნოემბერს უკან გაიწვევს კანონპროექტს, რომლის თანახმად, კაცები, რომელთა წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული, შესაძლოა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა “ჰურიეტი” ავრცელებს.

კანონპროექტს ქვეყნის მასშტაბით საპროტერსო გამოსვლები მოჰყვა. კანონის მიღების მოწინააღმდეგები მიიჩნევდნენ, რომ კანონის ამოქმედება არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევებს გაზრდიდა.

კანონის მიღების შემთხვევაში, ციხიდან გათავისუფლდებოდნენ კაცები, რომლებმაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს 2005 წლიდან 2016 წლის 16 ნოემბრამდე. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ბრალდებული კაცები არ დაისჯებოდნენ, თუ დამტკიცდებოდა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ძალდატანების გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე იქორწინებდა მსხვერპლზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი