შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, – ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ 21 ნოემბერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგდაა დასტურა. ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ აპირებს, მუშაობა ნატოში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად გააგრძელოს. ლევან იზორიას თქმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა 22 ნოემბერს იგეგმება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს 22 ნოემბერს ეწურება უფლებამოსილების ვადა, – ის 2013 წლის 22 ნოემბიდან იკავებს ამ თანამდებობას. “არის შემოთავაზება, ნატოში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ, სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”, – განაცხადა კაპანაძემ 21 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას სამუშაო გამოცდილება ინტერნეტგამოცემა “სივილ.ჯის” მიხედვით:

1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო
1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია
1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია
1993 -1994 – სამხედრო აკადემიის კურსანტი
1994-1995 – ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა
1995-1996 – დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური
1996-1998 – დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე
1998-1999 – ცალკეული დაზვერვის ბატალიონის S-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)
1999-2000 – სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)
2000-2001 – სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი
2001-2002 – G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2003-2005 – პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი
2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში
2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური
2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
2006 – სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი
2006 – გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
2007 – გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი
2008 წლის ნოემბერი – 2009 წლის მარტი – შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე კი გენერალური შტაბის უფროსი მოადგილის პოსტს იკავებს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენარალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 10.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენარალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 10.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *