ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს წინ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

21 ნოემბერი, 2016 •
უზენაესი სასამართლოს წინ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 21 ნოემბერს, 14 საათზე უზენაესი სასამართლოს წინ “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

აქციაზე მისული იყვნენ “რუსთავის 2”-ის თანამშრომლები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მოქალაქეები. აქციაზე დაახლოებით 100 ადამიანი მივიდა. სიმბოლური აქცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

აქციის მონაწილის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთო კახიძის თქმით, აქციის გზავნილი ისაა, რომ საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში.

“აქციის გზავნილია, რომ ქვეყანაში უნდა დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და თამაზ ურთმელიძის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონმდებლობასთან და სამართალთან, არ დარჩეს ძალაში”, – განაცხადა ოთო კახიძემ.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის პროგნოზირება რთულია, თუ გაითვალისწინებენ წინა სასამართლო ინსტანციების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს.

გვარამია ამბობს, რომ თუ უზენაესი სასამართლო დატოვებს წინა სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებას, მაშინ ისინი გამოიყენებენ კანონით და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ ყველა შესაძლებლობას, რომ დაიცვან “რუსთავი 2”.

“ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ყველა შემთხვევაში იქნება პროტესტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მასშტაბური დ მასობრივი სამოქალაქო პროტესტი. რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტების დროს, ყველამ კარგად ვიცით. რა შედეგები მოყვება ამას, გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ის ადამიანები, რომლებიც დაიცავენ “რუსთავი 2″-ს ბოლომდე”, – განაცხადა აქციაზე მისულმა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2”-ის ადვოკატების ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განიხილავს.

როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ სხდომის 21 ნოემბერს დანიშვნის შესახებ მათ ტელეფონით შეატყობინა. იურისტის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომელ საათზე იქნება საქმის განხილვა. იურისტის განმარტებით, კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა 25 ნოემბერს იწურება.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან 21.11.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი