ახალი ამბები

აშშ–ს საელჩოს განცხადება ქართველი სამართალდამცავების დაღუპვასთან დაკავშირებით

1 სექტემბერი, 2012 • • 1016
აშშ–ს საელჩოს განცხადება ქართველი სამართალდამცავების დაღუპვასთან დაკავშირებით

აშშ–ს საელჩომ გაავრცელა აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ბრიჯიტ ბრინკის განცხადება სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით

“აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას სამი მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – ვლადიმერ ხვედელიძის, სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის გარდაცვალების გამო. მათ ლოპოტის ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი. აშშ–ის საელჩოს სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ჯარისკაცების ოჯახებსა და მეგობრებს, აგრეთვე მათ თანამებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მშვიდობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში”, – ნათქვამია ბრიჯიტ ბრინკის განცხადებაში.

 

შსს-ს ცნობით, სამი ქართველი სამართალდამცავი 29 აგვისტოს დაიღუპა ლოპოტას ხეობაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისას, რომლის მიზანი იყო მძევლების დახსნა და შეიარაღებული ჯგუფის წევრების განეიტრალება. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ასევე მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი, დარჩენილი 6 წევრის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

სპეცოპერაციის ღამე სოფელ ლაფანყურში
სპეცოპერაციის ღამე სოფელ ლაფანყურში

მასალების გადაბეჭდვის წესი