დღეს, 21 ნოემბერს, პარლამენტის კომიტეტების დებულებებს დაამტკიცებენ და თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით,  არსებული 15 კომიტეტიდან 12-ში ოპოზიციის კვოტით “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იქნებიან წარდგენილი, ხოლო 3 კომიტეტში- “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატები:

“ჩვენ ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ და ამის შემდეგ ბიურო მიიღებს ინფორმაცის კომიტეტების დაკომპლექტების შესახებ. ამ კვირაში კომიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ საკანონმდებლო მუშაობა. ”

ბესელიას თ1მით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოადგილის პოსტზე “ნაციონალური მოძრაობის” და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატებია წარდგენილი:

“პატრიოტთა ალიანსმა” ქალბატონი ნატო ჩხეიძე წარმოადგინა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ”- ოთო კახიძე. ჩვენ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს დავუჭერთ მხარს. ”

დებულება უკვე დაამტკიცეს და თავმჯდომარის მოადგილეები  აირჩიეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.  სოფიო კილაძის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს, ხოლო მოადგილეების პოსტზე: რატი იონათამიშვილი და გიორგი ტუღუში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *