კაციტაძის განმარტებით, სიაში, ჯამში, 149 სუბიექტია, ათეულში ყოველი მესამე ქალია.
“ახალი მემარჯვენეების” პირველი ხუთეული: დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, მანანა ნაჭყებია, რევაზ სოხაძე.
პარტიის გადაწყვეტილებით, პრემიერობის კანდიდატი “ახალი მემარჯვენეებიდან” იქნება დავით გამყრელიძე.
მამუკა კაციტაძის განმარტებით, სიის შედგენისას აქცენტი გაკეთდა პარტიის წევრებზე და მათ გამოცდილებაზე.