“სპეცოპერაცია ძირითადად დასრულდა. ჩვენ მოვახერხეთ და უზრუნველვყავით საქართველოს საზღვრების დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს. მათ ოჯახებზე ზრუნვა იყო და მუდამ იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი.
მე ვიცი, რომ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათზე პირადად ზრუნავს მინისტრი ჭიაბერაშვილი.
საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საქართველო არასოდეს არ დაუბრუნდება იმ დროს, როცა ის ვერ ახერხებდა თავისი მთავარი პრინციპების დაცვას: მოქალაქეებისა და საზოგადოებაში უსაფრთხოების წესრიგის დაცვას,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.