ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს

18 ნოემბერი, 2016 • 3241
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, სრულიად ახალი პროდუქტის „ქალი სტარტაპერის“ დანერგვის შესახებ. აღნიშნული, პროგრამა საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხი მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწიელობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ტრენინგში – „როგორ დავიწყო ბიზნესი?“, აღნიშნული ტრენინგი ყველა მათგანს, ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნეს იდეის, ავტორი რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს საქართველოს ბანკის საოპერაციო პროდუქტებით.

„ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით სარგებლობის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.womeninbusiness.ge .

მასალების გადაბეჭდვის წესი