“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მის კონკურენტს მმართველი პარტიიდან – როლანდ ახალაიას დებატებში იწვევს.
„მე ვთავაზობ ჩემს კონკურენტს, დამიჯდეს დებატებში, არ აქვს მნიშვნვნელობა ეს იქნება ადგილობრივი ტელევიზიით თუ რომელიმე ცენტრალური არხით. მთავარია, ზუგდიდელებს გავაგებინოთ, რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს.
მიუხედავად ყველაფრისა, პატივს ვცემ ოპონენტს და მინდა დავამკვიდრო ჯანსაღი კონკურენციის ტრადიცია. ამიტომ ვთხოვ როლანდ ახალაიას, მიიღოს ჩემი შეთავაზება და ღირსეული წინააღმდეგობა გამიწიოს ზუგდიდის უკეთესი მომავლისაათვის ბრძოლაში,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.