ახალი ამბები

კვირიკაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი რანგის ამოცანა არაა

18 ნოემბერი, 2016 • 1060
კვირიკაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი რანგის ამოცანა არაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის “ქართული ოცნების” პირველი რანგის ამოცანა.

“ეს, ალბათ, ერთწლიანი პროცესია, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ პროცეში პრეზიდენტი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, მაგრამ საკოსნტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის პარლამენტი, რომელსაც საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება გააჩნია. ”

კვირიკაშვილს არ სურს, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა:

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს დღემდე. დარმწუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის საუკეთსო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.”

დღეს, 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. სხდომა გიორგი მარგველაშილმა გახსნა და ახალარჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართა. მან “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გაუსვა ხაზი და  აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

“ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის საპარლამენტრო არჩევნებში 115 დეპუტატი შეიყვანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. პარტია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას აპირებს. ამ საკითხის შესახებ თავის პოზიციაზე მიანიშნა პრეზიდენტმა დღევანდელ გამოსვლაში: მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მთავარი ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ  კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა  აუცილებელიო, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი