ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ალბათ, არაერთხელ მიხილავთ პარლამენტში

18 ნოემბერი, 2016 • 1167
კვირიკაშვილი: ალბათ, არაერთხელ მიხილავთ პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიზანია, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყოს.

“პარლამენტთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრები აუცილებლად ითანამშრომლებენ და მეც არაერთხელ მიხილავთ, ალბათ, პარლამენტში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  “ქართული ოცნების”  მიზანი იქნება, რომ პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი:

“იყოს აზრთა ჭიდილი, იყოს არგუმენტების მოსმენა, გაზიარებაც, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა იმ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ვდებთ პირობას, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიქნებით. ოპოზიციამ საშუალება უნდა მისცეს პოლიტიკურ პროცესს, რომ ასეთ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს.”

დღეს, 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი