ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

29 აგვისტო, 2012 •
ჭიაბერაშვილი: დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

“დაჭრილების ვინაობას ვერ გავამხელთ. ეს უკვე შსს–ს პრეროგატივაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ჯამრთელობაზე ვიზრუნოთ”, – განუცხადა ღუდუშაურის კლინიკის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს მინისტრმა.

მისი განცხდებით, დაჭრილები სხვადასხვა კლინიკაში არიან, თუმცა კერძოდ რომელში, ეს არ დაუკონკრეტებია.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის მარინა გელანტიას განცხადებით, ერთი პაციენტი არის ღუდუშაურის კლინიკაში, რომელსაც აქვს დაზიანებული წვივი, ამპუტაცია არ დაჭირდა. ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია.  

ღუდუშაურის კლინიკის შესასვლელში შეზღუდვები კვლავ გრძელდება და პაციენტების გარდა არავის უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

გარდაცვლილები არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები –წიკლაური სოლომონი და ჩოხელი არჩილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ხვედელიძე ვლადიმერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი