ახალი ამბები

პარლამენტის პირველ სხდომას სანდრა რულოვსი და გია ჟორჟოლიანი არ ესწრებოდნენ

18 ნოემბერი, 2016 • 1260
პარლამენტის პირველ სხდომას სანდრა რულოვსი და გია ჟორჟოლიანი არ ესწრებოდნენ

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც დღეს, 18 ნოემბერს, გიმართა, ორი დეპუტატი: გია ჟორჯოლიანი და სანდრა რულოვსი არ ესწრებოდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მორაობის” სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა, ხოლო “ქართული ოცნების” წევრი გია ჟორჟოლიანი, მისი თანაპარტიელების ცნობით, მივლინებაში იმყოფება.

პარლამენტის სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია 139-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა სხდომის თავმჯდომარის თქმით, დარბაზში 141 დეპუტატი იყო.

როგორც რეგისტრატურაში განმარტავენ, დარბაზში 148 დეპუტატი იმყოფება, რომელთა ნაწილმაც რეგისტრაცია ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გაიარა.

ტექნიკური მიზეზის გამო სხდომაზე დღის წესრიგი ვერ გაიარეს გიორგი კვირიკაშვილმა, კობა ლურსმანაშვილმა, რევაზ არველაძემ, თამარ ჩუგოშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, აკაკი ბობოხიძემ, ოთარ კახიძემ და გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი