ახალი ამბები

ენძელა მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი სრულიად დემოკრატი პიროვნებაა

18 ნოემბერი, 2016 • 3500
ენძელა მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი სრულიად დემოკრატი პიროვნებაა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე ანგარიშვალდებული არ იქნება, თუმცა დასძენს, რომ მისი თანამოაზრეა:

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არავის არ ავალდებულებს მის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული, ის არის სრულიად დემოკრატი პიროვნება, მე მისი თანამოაზრე ვარ და არ მიმაჩნია, რომ ანგარიშვალდებული ვიქნები მასთან. მომწონს მისი გადაწყვეტილებები, მხარს ვუჭერ მას და არა მგონია, რომ პრობლემა შემექმნას ამასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მაჭავარიანმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ენძელა მაჭავარიანი დეპუტატი “ქართული ოცნების” პროპორციული სიით გახდა, იგი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.

დღეს, 18 ნოემბერს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აქტივისტთ ჯგუფებმა, არასამთავრობო სექტორმა და პროფესიულმა კავშირმა პარლამენტის შენობასთან აქცია „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ გამართა.  აქცია მოუწოდებს პარლამენტარებს, რეალურად   დაიწყონ საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

მასალების გადაბეჭდვის წესი