აწარმოე რეალური პოლიტიკა – აქცია პარლამენტთან [ფოტო]

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქტივისტთა ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის  აქცია „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ მიმდინარეობს.

აქცია მოუწოდებს პარლამენტარებს,  რეალურად დაიწყონ საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

“ჩვენი მოთხოვნებია ის, რომ სახელმწიფომ რეალური პოლიტიკა აწარმოოს. ის პოლიტიკა, რომელიც ადამიანის ნამდვილ საჭიროებებზე იქნება მორგებული,  და ჩვენ გვინდა პარლამენტს პირველივე დღეს ვუთხრათ, რა არის მათი ოთხწლიანი  მუშაობის მთავარი პრიორიტეტები პარლამენტში,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის  (EMC) იურისტი.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა დადგეს პოლიტიკის დღის წესრიგში:

“არაფერს ისეთს არ ვითხოვთ, რაზეც წინასაარჩევნო დაპირება არ გაუცია მმართველ გუნდს. ნარკოპოლიტიკა რომ გადასახედია, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ახალ პარლამენტს შევახსენებთ, რომ საკითხები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვაყენებთ, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს პოლიტიკის დღის წესრიგში. ”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა წინა პარლამენტის ცუდი მემკვიდრეობა უნდა გამოასწოროს:

“ის ცუდი მემკვიდრეობა, რაც წინაპარლამენტმა დატოვა, ამ პარლამენტმა უნდა შეცვალოს. ახალმა დეპუტატებმა უნდა დაინახონ რეალურად, რა გვაწუხებს. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და უფრო სოციალურად ორიენტირებული და განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, ნაცვლად კლანებზე და ინტერესჯგუფების ხელში სიმდიდრის მოქცევაზე. ”

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.