ახალი ამბები

ცესკოში 9 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული

26 აგვისტო, 2012 •
ცესკოში  9 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული

1. ,, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI), რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე 25 დამკვირვებელი ეყოლება; 2. NDI საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც 10 დამკვირვებელი ეყოლება; 3. ,,ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი”(IYDU); 4. ,,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი”(IFES) ; 5. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა; 6. ,,ევროპელი  დემოკრატი სტუდენტები”;  7. „ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” (ODIHR)  8. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა ლატვია”; 9. ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაცია ცესკოში მიმდინარეობს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე–7 დღისა (24 სექტემბერი – 18 სთ-მდე).

ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი