ახალი ამბები

ჯეჯელავა: ვგეგმავ, განათლების სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშაო

15 ნოემბერი, 2016 • 1240
ჯეჯელავა: ვგეგმავ, განათლების სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშაო

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროში 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთანუ დაკავშირებით.

მან განაცხადა, რომ ვიდრე პარლამენტი არ დაამტკიცებს, 100%-ით ვერ იტყვის, თუმცა, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, კვლავ მინისტრი იქნება. მისივე თქმით, სამინისტროში ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი:

“მე რამდენადაც ვიცი, ვრჩები. ვგეგმავ, რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშაო,”-განაცხადა მან განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენცაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი