ახალი ამბები

Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს მდგომარეობა 1 ქულით გაუარესდა

14 ნოემბერი, 2016 • 1896
Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს მდგომარეობა 1 ქულით გაუარესდა

“Freedom House”-ის მონაცემებით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა მისი მონაცემი წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუარესდა. პოზიციის გაუარესება “ვორდპრესისა” და “იუთუბის” დროებით დაბლოკვითაა განპირობებული.

ინეტრნეტ-ვებგვერდებზე წვდომის თვალსაზრისით საქართველო შეფასებულია, როგორც თავისუფალი ქვეყანა. სამი კრიტერიუმიდან პირველს – ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლა, მინიჭებული აქვს 8 ქულა, კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა 25–ია. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, კონტენტის შეზღუდვა, აქ საქართველოს 6 ქულა აქვს. ხოლო მესამე ნაწილში, რომელიც მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებაა, საქართველო შეფასებულია 11 ქულით, მესამე კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა 40–ია. რაც უფრო დაბალი ქულა აქვს ქვეყანას თითოეულ კრიტერიუმში, მისი მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით კარგია.

ჯამში, ინტერნეტის შეზღუდვის განმსაზღვრელი 3 კრიტერიუმის მიხედვით საქართველომ 100 ქულიდან 25 ქულა მოაგროვა და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა. საქართველოს მდგომარეობა ერთი ქულით გაუარესდა წინა წელთან შედარებით, 2015 წელს საქართველოს 24 ქულა ჰქონდა.

მნიშვნელოვან მოვლენებში ხაზგასმულია 3 ფაქტი:

[checklist]

  • 2016 წლის აპრილში ონლაინ კონფიდენციალურობის დასაცავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ანტიკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  პირდაპირი წვდომას აძლევს მომხმარებლების მონაცემებზე;
  • მცირე ხნით WordPress და YouTube დაიბლოკა მაშინ, როცა ხელისუფლება ცდილობდა აღნიშნულ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის წაშლას (ფარული ჩანაწერების გავრცელება);
  • ინტერნეტ-მომხმარებელი სულხან წულაძე ერთი თვის მანძილზე იყო დაკავებული ფორუმზე განთავსებული პოსტის გამო, რომელიც გამოგონილ თავდასხმას აღწერდა საქართველოში აშშ-ის ელჩზე. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო.

[/checklist]

ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოს 65 ქვეყანაში ქულების მიხედვით:

მასალების გადაბეჭდვის წესი