ამერიკული როკჯგუფი “აეროსმიტი” საქართველოში კონცერტს გამართავს

საქართველოში, ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის, “აეროსმიტის” კონცერტი გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ბენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვრცელდება. კონცერტი “ბლექს სი არენაზე” 20 მაისს გაიმართება. ჯგუფი საქართველოში 2017 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.

"აეროსმიტის" სოლისტი, სტივ ტაილერი EPA/MAXIM SHIPENKOV

“აეროსმიტის” სოლისტი, სტივ ტაილერი 05.09.15 ფოტო:EPA/MAXIM SHIPENKOV

“აეროსმიტი” 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16 ჯერ იყო წადგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო. ამ კატეგორიაში ჯილდოების რაოდენობით “აეროსმიტს” მხოლოდ U2 უსწრებს. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის დაიმკვიდრა თავი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.