“ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” საარჩევნო სიის პირველ ნომრად პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე დაასახელა. ამის შესახებ განცხადება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა დღეს, 22 აგვისტოს, თავის ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ახვლედიანმა ქუთაისში დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს თავდაპირველად გოგოლის ქუჩაზე შეხვდა, სადაც ადგილობრივები დაზიანებული წყლის მილების შეკეთებას ითხოვენ და წყლის ტარიფს აპროტესტებენ. ახვლეიანი ასევე ესტუმრა სალუქვაძეების ოჯახს, გაეცნო მათ პრობლემებს, მოგვიანებით კი წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა.