ახალი ამბები

სტოლტენბერგი ტრამპს აფრთხილებს: ნატოსგან განდგომა გამოსავალი არ არის

13 ნოემბერი, 2016 • 1319
სტოლტენბერგი ტრამპს აფრთხილებს: ნატოსგან განდგომა გამოსავალი არ არის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ არც აშშ-ისთვის და არც ევროპისათვის ცალკე დგომა და დამოუკიდებლად მოქმედება გამოსავალი არ არის. აშშ სამხედრო გაერთიანებას ვერ მიატოვებს.

სტოლტენბერგი “ობსერვერისათვის” ექსკლუზიურად გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ამჟამად თავდაცვის კუთხით დასავლეთი ყველაზე დიდ პრობლემას აწყდება. სტოლტენბერგმა ტრამპს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ის დასახმარებლად ნატოს ჯარისკაცების მიერ დაღვრილი სისხლი შეახსენა და აფრთხილებს, რომ 28 ქვეყანას შორის განსხვავებების ძიების ნაცვლად ახლა ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებაა საჭირო.

საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ნატოს გაერთიანებას მოძველებული უწოდა. ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ამერიკულ მხარეს გაცილებით მეტი წვლილი შეაქვს ნატოს განვითარებაში, ვიდრე სხვა წევრ ქვეყნებს. ამის საპასუხოდ სტოლტნბერგი აცხადებს, რომ ახლა პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენების დრო არ არის, რადგან დასავლეთი თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება.

“ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნატომ აამოქმედა თავიდაცვის პუნტქი იმის შესახებ, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე განხორციელებული თავდასმა ნიშნავს ყველა მათგანზე თავდასხმას, იყო 11 სექტემბერი. ეს არ არის, უბრალოდ, სიმბოლური. ნატომ უხელმძღვანელა ოპერაციას ავღანეთში. მას შემდეგ ავღანეთში ათასობით ჯარისკაცი მსახურობს ევროპიდან. 1,000-ზე მეტმა კი გაიღო სიცოცხლე  იმ ოპერაციაში, რომელიც არის ამერიკაზე თავდასხმის პირდაპირი პასუხი.”

ამჟამად ნატოში ფინანსური შემოწირულობიდან 70% აშშ-ს შეაქვს, თუმცა სტოლტენბერგი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ გაზარდონ შემოწირულობა, რაც თავის მხრივ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

“ადვილია მიიღო თავისუფლება, უსაფრთოხება და კეთილდღეობა ისე, თითქოს ეს დაუმსახურებლად მოგვენიჭა, მაგრამ ასეთ გაურკვეველ დროს გვჭირდება ძლიერი ამერიკა და ევროპა, რათა გაინაწილონ პასუხისმგებლობები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და ამერიკას შორის პატრნიორობის მნიშვნელობა ვაღიაროთ. ეს უცვლელი რჩება.” – აცხადებს ნატოს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარკვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი