ახალი ამბები

“ახალმა მემარჯვენეებმა” ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს

21 აგვისტო, 2012 •
“ახალმა მემარჯვენეებმა” ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, 21 აგვისტოს, ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მარტინ მღდესიანი წარადგინა.

 

დავით გამყრელიძემ ნინოწმინდელებს ასევე გააცნო “ახალი მემარჯვენეების” პროგრამული პრიორიტეტები. 

 

“ახალი მემარჯვენეების” თქმით, ნინოწმინდის რაიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. დავით გამყრელიძის შეფასებით, ნინოწმინდაში მიწები გამორჩეულად ნოყიერია და კარგ მოსავალს იძლევა, მაგრამ იმდენად ჭირს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ყველა ციკლის ჩატარება საწვავისა და ტექნიკის სიძვირის გამო, რომ მოსახლეობა ხანდახან ხელსაც იღებს მიწის დამუშავებაზე. მისივე ინფორმაციით, ნინოწმინდაში ასევე განსაკუთრებით მძიმეა სარწყავი წყლისა და მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემები. 

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელეს “ახალი მემარჯვენეებმა” გუშინ ბოლნისშიც.  ამ საარჩევნო ოლქში პარტიის სახელით კენჭს იყრის კობა ტოგონიძე, რომელიც “ახალი მემარჯვენეების” წევრია 2004 წლიდან.

 
“მე კარგად ვიცი, რა პრობლემები აწუხებს ბოლნისის მოსახლეობას და ყველაფერს გავაკეთებ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბოლნისს სჭირდება დასაქმებული ხალხი – თითო საწარმო ყოველ სოფელში, აღდგენილი ინფრასტრუქტურა და მოძლიერებული სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ბოლნისის განვითარების საფუძველი. ასე გახდება ყველა ოჯახი შეძლებული და ძლიერი როგორც სოფლად, ისე ქალაქად” – კობა ტოგონიძის განცხადებას ავრცელებს “ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი