ალექსანდრე ტაბატაძე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა.
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გომელაურის მოადგილის თანამდებობა ლევან იზორიამ დატოვა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ალექსანდრე ტაბატაძე 2012 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.








