ახალი ამბები

10 ნოემბერი – საბი ბერიანისა და დაღუპული ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნული დღე

11 ნოემბერი, 2016 • 3843
10 ნოემბერი – საბი ბერიანისა და დაღუპული ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნული დღე

10 ნოემბერს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნულ დღეს უკვე მეორე წელია აღნიშნავენ.


ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2014 წლის 10 ნოემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი. ამჟამად კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც, სავარაუდოდ, ტრანსფობიის ნიადაგზე დაეხსნენ თავს, სიკვდილს ებრძვის.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნულ დღე. 10.11.2016

მას 2016 წლის 14 ოქტომბერს თავს დაეხსნენ და ყელისა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. თავდაპირველად დაზარალებული “ნიუ ჰოსპიტალში” მოათავსეს, ახლა კი ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული, იგი კომაშია.

ლგბტ აქტივისტები დღეს, 10 ნოემბერს, იუსტიციიის სახლთან შეიკრიბნენ, მიიტანეს საბი ბერიანის, ბიანკა შიგუროვას და კიდევ ერთი დაღუპული ქალის სურათები, დაანთეს სანთლები და გაიხსენეს.

აქციის მონაწილე მირანდა ფაღავა ამბობს, რომ საბი ბერიანი  იმის მაგალითია, თუ როგორ ექცევიან ტრანსგენდერ ქალებს.

,,საბი ბერიანი ჩემი მეგობარი იყო და ჩემი აქ მოსვლით მინდა პატივი ვცე მის ხსოვნას.”

მირანდა ფაღავას თქმით, აქცია იუსტიციის სახლთან იმის გამო იმართება, რომ მოითხოვენ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვასა და საბი ბერიანის მკვლელის დასჯას, რომელსაც ბერიანის მკვლელობაზე პასუხი არ უგია.

აქციის მონაწილე ნათია  ხარატიშვილი ამბობს, რომ საბი ბერიანის სიკვდილის შემდეგ ქართველმა ლგბტ აქტივისტებმა გადაწყვიტეს ეს დღე დაეწესებინათ.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნულ დღე. 10.11.2016

,,ჩვენ ქართულ კონტექსტშიც გვჭირდება თარიღები, რომლებსაც მივუძღვნით იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ფოტოზე ხედავთ.”

ხარატიშვილის თქმით, საქართველოშიც იკვეთება იმის ტენდენცია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის პირდაპირპროპორციულად იზრდება აგრესია და ძალადობა.

მისი თქმით,  საბი ბერიანი ამგვარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პირველი მსხვერპლია საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს შორის.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნულ დღე. 10.11.2016



მასალების გადაბეჭდვის წესი