ახალი ამბები

ვის რა თანხა დაუჯდა ერთი საპარლამენტო მანდატის მოპოვება

10 ნოემბერი, 2016 • 1578
ვის რა თანხა დაუჯდა ერთი საპარლამენტო მანდატის მოპოვება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნევნების კამპანიის ფარგლებში ქართულმა ოცნებამ სულ 22 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც თითქმის 9-ჯერ მეტია მეორე ადგილზე გასული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ხარჯებთან შედარებით. ამას მოწმობს მონაცემები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა მოცემული.

დაჯამებული საარჩევნო ხარჯები ასე გამოიყურება:

ქართულმა ოცნებამ, ჯამში, II ტურების ჩათვლით, არჩევნებში 22 657 825 ლარი დახარჯა და პარლამენტში 115 მანდატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ თითო მანდატზე ოცნების ხარჯი 197 024 ლარს შეადგენს.

პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიაში  2 391 046 ლარი აქვს დახარჯული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ სულ 6 მანდატი მოიპოვეს, საშუალოდ გამოდის, რომ “პარტიოტებმა” ერთი მანდატის მოსაპოვებლად 398 507 ლარის ხარჯი გასწიეს.

კიდევ ერთმა საპარლამენტო პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანიაში 2 524 362 ლარი დახარჯა. მათ 27 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთი მანდატი 93 494 ლარი დაუჯდათ.

მანდატის მოპოვების თვალსაზრისით ყველაზე იაფი საარჩევნო კამპანია დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, რომელმაც სულ 67 490 ლარი დახარჯა.

ერთი საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს მრეწველებმაც, რომლებსაც 6 ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით სულ 489 169 ლარი აქვთ დახარჯული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მრეწველმა სიმონ ნოზაძემ ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მანდატი საბოლოოდ მეორე ტურში მოიპოვა, თუმცა მას 8 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე დეკლარაცია არ აქვს შევსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი