ახალი ამბები

არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგი უნდა გავიმეოროთ – კობახიძე

4 თებერვალი, 2020 • 1114
არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგი უნდა გავიმეოროთ – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგები გაიმეოროს და ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა მიიღოს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ თანდათანობით, არჩევნების წინ, კიდევ უფრო გავზარდოთ რეიტინგი. რაც შეეხება არსებულ მოცემულობას, ისიც გვაძლევს მტკიცების საშუალებას, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. 2016 წელს ჩვენ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და მინიმუმ იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ შედეგის მიღწევის საშუალებას გვაძლევს იმ კვლევის შედეგები, რომლებიც ჩვენი მხრიდან წარმოებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს 60%-იანი მხარდაჭერის მიღების რესურსიც.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 48,68% და პარლამენტში 115 მანდატი (44 – პროპორციული სიით, 71 – მაჟორიტარი) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი